ახალი ამბები

შსს-მ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებით წალენჯიხაში ერთი პირი დააკავა

13 მაისი, 2020 • 1006
შსს-მ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებით წალენჯიხაში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წალენჯიხაში პოლიციამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “კანონიერი ქურდი” დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად “რეზიკო ჯვარსკი”.

შსს-ს  განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა:

“გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი