ახალი ამბები

რას აპირებს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით

11 მაისი, 2020 • 1756
რას აპირებს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით

“იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ ამიკრძალა, ნამდვილად არ მაქვს დრო, ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარები, ეს არ არის არც ჩემი ფუნქცია”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა “მთავარ არხთან ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, გადაცემაში საუბრობდა მის ჩართულობაზე ქართულ პოლიტიკაში.

“თქვენ ჩემი პოზიცია კარგად იცით, მე-500-ედ თუ გაგიმეორებთ იგივე კომენტარს, ამით რამე შეიცვლება? ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ის მყარია, ახლა ჩემი საქმე მაქვს. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც ვართ და შედეგიც გვექნება, ძალიან მალე”, – თქვა სააკაშვილმა.

“მე რა თქმა უნდა ვაპირებ კონცენტრაცია მოვახდინო… შემდეგი თვეები ვიქნები ძალიან დაკავებული უკრაინული რეფორმების საკითხებით, თან მიდებ-მოდებას კი არ ვაპირებ, 2-3 საკითხს ავიღებ და იმაზე ვიმუშავებ. ყველამ ვიცით, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში არჩევნებია, ქართველი ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, ეჭვი არ მეპარება რა გადაწყვეტილება იქნება ეს.

საქართველოს სჭირდება განვითარება, სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან თავის დაღწევა. ჩემი გული ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად, ცხადია, საქართველოსთვის ჟღერს, მაგრამ საქართველოშიც ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია, ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდაც გამოჩნდა და ბევრი საინტერესო გამოცდილების მქონე ძველგაზრდაც არსებობს და მე მათ ვუსრუვებ წარმატებას, მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას. მიუხედავად რაღაც ერთმანეთთან ურთიერთობებისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, მთავარია ეს იყოს დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი, მოდენრული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანას”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ბევრი პროექტი დარჩა საქართველოში განუხორციელებელი, რის გამოც გული სწყდება.

“მე ქართველი ახალგაზრდების მიერ ნაჩუქარ საქართველოს რუკის [ყელსაბამს] ვატრებ, საათზეც საქართველოს დროშა მაქვს. ეს დეტალებიც აჩვენებს ჩემს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

არანორმალური სიტუაციაა, რომ ვერ ჩამოვდივარ ქვეყანაში,  რომლისთვისაც ამდენი გავაკეთე. ცუდი სიტუაციაა, მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს არ გასტანს, საუბარია რამდენიმე თვეზე”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები ისე დაიხურება, როგორც ეს უკრაინაში მოხდა უსამართლო საქმეებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი