ახალი ამბები

ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია – სააკაშვილი

10 მაისი, 2020 •
ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია – სააკაშვილი

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია რეფორმების დარგში. ამის შესახებ  უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადეიშვილი უკვე მეორე მთავარ პროკურორთან მუშაობს უკრაინაში. მისივე თქმით, ადეიშვილი იყო იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც “ძველი პროკურორები გაცხრილა უკრაინაში”. სააკაშვილის თქმით, ეს პროეექტი “ამერიკელების მიერ იყო დაფინანსებული.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნით მიმართეს, უკრაინულ მხარეს საქართველოს პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და ზემოხსენებული პირების დაკავებაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი