ახალი ამბები

იტალიაში პერმესოს მოქმედების ვადები გაგრძელდა

10 მაისი, 2020 •
იტალიაში პერმესოს მოქმედების ვადები გაგრძელდა

იტალიაში უცხოეთის მოქალაქისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.

კერძოდ, ყველა ბინადრობის ნებართვის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 31 იანვრიდან, ავტომატურად გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე. სეზონური სამუშაოსთვის გაცემული ბინადრობის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 23 თებერვლიდან 2020 წლის 31 მაისამდე, გაგრძელებულია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

“იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ 2020 წლის n. 18 დეკრეტის „Cura Italia” (რომელსაც კანონის ძალა აქვს 2020 წლის 24 აპრილის n. 27 კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად) 103 მუხლის 2-4 პუნქტით გაგრძელებულია იტალიაში უცხოეთის მოქალაქისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები.

კერძოდ, ყველა ბინადრობის ნებართვის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 31 იანვრიდან, ავტომატურად გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე. 1998 წლის 25 ივლისის n. 286 საკანონმდებლო დეკრეტის ერთიანი ტექსტის თანახმად სეზონური სამუშაოსთვის გაცემული ბინადრობის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 23 თებერვლიდან 2020 წლის 31 მაისამდე, გაგრძელებულია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა და იტალიაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით 2020 წლის n. 18 დეკრეტის „Cura Italia” თანახმად განსაზღვრული მითითებების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე: https://ambtbilisi.esteri.it/…/disposizioni-in-materia-di-p…

იტალიის საელჩო, წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, გასცემს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზემოაღნიშნული პერიოდით გახანგრძლივების დამადასტურებელ ცნობას. ცნობა გაიცემა იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეთა მიღება (გადაუდებელი შემთხვევების გარდა) საკონსულო განყოფილებაში ამჟამად შეწყვეტილია (https://ambtbilisi.esteri.it/…/avviso-chiusura-al-pubblico-…).

შეგახსენებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებებისთვის არ ისარგებლოთ საელჩოს საგანაგებო სიტუაციებისთვის განსაზღვრული სატელეფონო ნომრით, არამედ მოგვწერეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართებზე:
tbilisi.infocons@esteri.it ; consolato.tbilisi@esteri.it და primosegr.tbilisi@esteri.it”, – ნათქვამია იტალიის საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი