ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ოფიციალურმა პირებმა კორონავირუსის ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადეს, რაც პირველია 3 აპრილის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ვუჰანი არის ქალაქი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა და მკაცრი კარანტინიც გამოცხადდა. 3 აპრილის შემდეგ ვუჰანში ახალი შემთხვევის შესახებ არ განუცხადებით. 9 მაისს კი, როიტერის ცნობით, დაფიქსირებული “ასიმპტომატური შემთხვევა”.

9 მაისს მთელს ჩინეთში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი რიცხვია 28 აპრილის შემდეგ.