ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და ცხინვალში COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდა

9 მაისი, 2020 • 1560
სოხუმსა და ცხინვალში COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდა

დღეს, 9 მაისს სოხუმსა და ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირების ორ-ორი ახალი შემთხვევა გამოავლინეს. შედეგად, სოხუმში მთლიანად დადასტურებული 9 შემთხვევაა, ცხინვალში – 17.

ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხევევა მხოლოდ 6 მაისს გამოავლინეს. ყველა დაინფიცირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

სოხუმში 9 პაციენტიდან ერთი, 95 წლის მოქალაქე გარდაიცვალა და ორი გამოჯანმრთელდა.

ქართული მხარის ცნობით, თბილისი სოხუმსა და ცხინვალში წარმოებულ სტატისტიკას არ ენდობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი