ახალი ამბები

გარდაიცვალა მუსიკოსი ლიტლ რიჩარდი

9 მაისი, 2020 • 1113
გარდაიცვალა მუსიკოსი ლიტლ რიჩარდი

გარდაიცვალა როკ-ენ-როლის ჟანრის მომღერალი, ლიტლ რიჩარდი. იგი 87 წლის იყო. BBC-ის ცნობით, მისი ოჯახი ამ ინფორმაციას ადასტურებს.

ლიტლ რიჩარდმა არაერთ ცნობილ არტისტზე მოახდინა გავლენა — The Beatles, ელტონ ჯონ და ელვის პრესლი მას ხშირად ახსენებდნენ.

1958 წელს, რიჩარდის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Good Golly Miss Molly-მ გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

ლიტლ რიჩარდი, რომლის დაბადების სახელიც რიჩარდ უეინ პენიმანი იყო, 1986 წელს გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში 30 მილიონი ცანაწერი გაყიდა და თავისი არაორდინალური პერფომანსებით იყო ცნობილი.

რიჩარდის ბას-გიტარისსტის, ჩარლზ გლენის ცნობით რიჩარდი 2 თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და ტენესის შტატში, თავის სახლში, ძმასთან, დასთან და შვილთან იმყოფებოდა.

გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი