ბელარუსში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 9 მაისის სამხედრო აღლუმმა ჩაიარა.

ბელარუსში, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, პანდემიის გამო ფაქტიურად არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებიათ — კვლავ ტარდება მასობრივი ღონისძიებები — მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები, ღიაა რესტორნები, კაფეები და ა.შ.

ქვეყანაში ამჟამად ოფიციალური ცნობებით 21,101 ადამიანია დაავადებული. გამოჯანმრთელდა 5484, გარდაიცვალა 121.

ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, სჯობს ფეხზე დამდგარი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დავარდნილმა იცოცხლო“ — ის თავადაც აგრძელებს მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას და საკარანტინე ზომებს საჭიროდ არ მიიჩნევს.

იხილეთ EPA-ს ფოტორეპორტაჟი მინსკის აღლუმიდან:

ლუკაშენკო სიტყვით გამოდის. ფოტო: EPA-EFE/SERGEI GAPON/ POOL
პრეზიდენტი ლუკაშენკო და მაღალჩინოსნები. ფოტო: EPA-EFE/SERGEI GAPON/ POOL
სამხედრო მომსახურეები აღლუმზე. ფოტო: EPA-EFE/SERGEI GAPON/ POOL
თანამედროვე ბელარუსის გიგანტური დროშა. ფოტო: EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH
პერფომანსი აღლუმზე. ფოტო: EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH