ახალი ამბებირეკლამა

500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

8 მაისი, 2020 • 1497
500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა’’, ,,კარწახი’’, ,,ბათუმის პორტის“, ბათუმის აეროპორტის“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ და ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოს“ 500-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კ

ორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხოციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი