ახალი ამბები

“მჯერა, ის შეძლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს” – ზელენსკი სააკაშვილზე

7 მაისი, 2020 • 1906
“მჯერა, ის შეძლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს” – ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნას ულოცავს და ამბობს, რომ სჯერა, სააკაშვილი დაეხმარება კომიტეტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც უკრაინის ცხოვრებას შეცვლის:

“გულწფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.


მანამდე, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.