ახალი ამბები

სასამართლომ დამატებით 1000-1000 ლარით დააჯარიმა “გირჩის” აქციის 2 მონაწილე

7 მაისი, 2020 • 1562
სასამართლომ დამატებით 1000-1000 ლარით დააჯარიმა “გირჩის” აქციის 2 მონაწილე

“გირჩის” მიერ 23 აპრილს ორგანიზებულ აქციაზე დაკავებული 2 პირი სასამართლომ დღეს, 7 მაისს, დამატებით 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დაუდასტურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გამოაცხადა.

ხვიჩიას ცნობით, აქციაზე დაკავებული ორი მოქალაქე – თამარ ლატარია და მაგდა დიაკონიძე – პილიციის შეურაცხყოფის საბაბით დააჯარიმეს. ეს პირები მანამდე საგანგებო სიტუაციის წესების დარღვევისთვისაც დააჯარიმეს – თითოეული მათგანი 3 000 ლარით.

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ ორგანიზებული აქცია-სეირნობა 23 აპრილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც პოლიციამ 14 მოქალაქე 3000 ლარით დააჯარიმა.

იპოდრომზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი