ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზის მონაწილეობით აღლუმები იმართება

7 მაისი, 2020 •
ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზის მონაწილეობით აღლუმები იმართება

ოსური საინფორმაციო გამოცემების თანახმად, “დიდი სამამულო ომის” 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აღლუმები დღეს და ხვალ [7-8 მაისს] ცხინვალში მეოთხე რუსული სამხედრო ბაზისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება.

აღლუმები ცხინვალის სამ სხვადასხვა ქუჩაზე დაიგეგმა და, როგორც მედია წერს, სამხედრო ტექნიკასაც გამოატარებენ.

დღესასწაულები, ოსური მხარის გადაწყვეტილებით, სამ დღეს გაგრძელდება და “კორონავირუსის გამო შემზღუდავი ზომების პირობებში, მოქალაქეებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის”.

ოსური მხარის ცნობითვე, გუშინ, 6 მაისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა გამოავლინეს. მათ შორის, ვირუსი გამოუვლინდა 14 წლის მოზარდს და ორ ახალგორის მცხოვრებს. სამივე მათგანი რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. დღესვე, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ახალგორელ პაციენტს განმეორებითი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ქართული მხარე უნდობლობას უცხადებს როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზური მხარის სტატისტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი