ახალი ამბები

ილონ მასკი და გრაიმსი შვილს კალიფორნიაში X Æ A-12-ს ვერ დაარქმვენ

7 მაისი, 2020 • 2305
ილონ მასკი და გრაიმსი შვილს კალიფორნიაში X Æ A-12-ს ვერ დაარქმვენ

კალიფორნიის შტატში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ილონ მასკი და გრაიმსი ახალშობილ შვილს X Æ A-12-ს ვერ დაარქმევენ.

წყვილს პირველი შვილი რამდენიმე დღის წინ კალიფორნიის შტატში შეეძინა. მალევე ილონ მასკმა საკუთარ “ტვიტერის” ანგარიშზე დაწერა, რომ ახალშობილისთვის X Æ A-12-ს დარქმევას გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ეწინააღმდეგება კალიფორნიის შტატის კანონმდებლობას. მოგვიანებით ეს ინფორმაცია “ტვიტერზე” გრაიმსმაც დაადასტურა.

როგორც ადვოკატმა დეივიდ გლასმა PEOPLE-ს უთხრა, მსგავსი სიმბოლოების შემცველი სახელის დარქმევა ბავშვისთვის კალიფორნიაში ტექნიკურად არალეგალური არ არის, თუმცა  შტატი არ აღიარებს.

იურისტის თქმით, კალიფორნიის შტატში ბავშვისთვის დარქმეული სახელი მაქსიმუმ 26 ლათინური სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს და არ უნდა შეიცავდეს რიცხვებს, რომაულ ციფრებს, მახვილებს, უმლაუტს, სხვა სიმბოლოებსა და ემოჯებს. თუმცა, მისი თქმით, დასაშვებია მხოლოდ აპოსტროფი ისეთ სახელებში, როგორიცაა, ო’კონორი.

ადვოკატის თქმით, თუ მშობლემბმა ბავშვის დაბადების მოწმობა X Æ A-12-თ შეავსეს, მას შტატი არ დაამტკიცებს და მისი შევსება თავიდან მოუწევთ.

მასკს და გრაიმსს უარის გასაჩივრება შეეძლებათ, თუმცა ადვოკატი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კალიფორნიამ ეს სახელი დაამტკიცოს, რადგანაც ის სისტემურ პრობლემებს იწვევს.

PEOPLE წერს, რომ 2014 წელს ამ წესის ცვლილება იგეგმებოდა და სახელებში რამდენიმე სიმბოლოს, მახვილისა და უმლაუტის დასაშვებობას გეგმავდნენ, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა, რადგან დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, ვინაიდან საჭირო იყო კომპიუტერული სისტემების განახლება ახალი სიმბოლოების აღსაქმელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი