ახალი ამბები

“მაიკროსოფტი” პოლონეთში სერვისების გლობალური ახალი ქსელის შესაქმნელად მილიარდ დოლარს გამოყოფს

6 მაისი, 2020 • 1068
“მაიკროსოფტი” პოლონეთში სერვისების გლობალური ახალი ქსელის შესაქმნელად მილიარდ დოლარს გამოყოფს

“მაიკროსოფტის” კორპორაციამ 5 მაისს გამოაცხადა, რომ კომპანია პოლონეთში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქვეყანის “ციფრული ველში” ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების გასაუმჯობესებლად. ამ მრავალმხრივი გეგმის საფუძველია Microsoft-ის ახალი მონაცემთა ბაზის რეგიონის გახსნა პოლონეთში, რათა ქვეყნის ეკოსისტემაში გაზარდოს სტარტაპების, მეწარმეების, საწარმოების, მთავრობის უსაფრთხოების და საწარმოს კლასის ღრუბლოვანი მომსახურების როლი. “მაიკროსოფტმა” და ადგილობრივი სერვისების გლობალური ქსელის მომწოდებელმა ჩმურა კრეჯოვამ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მაიკროსოფტი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გეგმა დამყარებულია “მაიკროსოფტის” და პოლონური ორგანიზაციების, მცირე და დიდი ბიზნესების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე. ინიციატივის განხორციელებისთვის იგეგმება შემდეგი შვიდი წლის გამოყენება და ეს აერთიანებს ციფრული ტრანსფორმაციის ვრცელ ექსპერტიზას, რომელიც მოიცავს ადგილობრივი რესურსების გაზრდას სერვისების გლობალური ქსელზე დაფუძნებული კომპეტენციით, რათა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა მოახერხონ ციფრული ტრანსფორმაციის მართვა, გაზარდონ კონკურენცია და მხარი დაუჭირონ მარკეტზე დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

ასევე, აღნიშნული შეთანხმების მიზანია პოლონეთში კრიტიკულ სექტორში საჯარო ინსტიტუციების, როგორიცაა მთავრობა, ჯანმრთელობა, განათლება, წარმოება, ვაჭრობა, ენერგია, ფინანსები, დაზღვევა და ბიზნესების მხარდაჭერა.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, “მაიკროსოფტი” და ჩმურა კრაჯოვა საკუთარ მომხმარებელს და საზოგადოებას მიაწვდიან ტექნიკურად გაუმჯობესებულ სერვისს, რაც გაზრდის კონკურენციას და დაეხმარება ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორც პოლონეთში, ასევე მსოფლიოს გარშემოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი