ახალი ამბები

რომელი ტელევიზიები ჩაერთვნენ აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაში

3 მაისი, 2020 •
რომელი ტელევიზიები ჩაერთვნენ აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაში რეგიონული და ეროვნული მაუწყებლების ნაწილი ჩაერთო. “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს” ეს წარწერა ერთერში ტელეკომპანია “პალიტრამ”, “ფორმულამ”, “ტვ პირველმა”, “მთავარმა არხმა”, “კავკასიამ”, tv 25-მა, “თრიალეთმა” და სხვა რეგიონულმა ტელევიზიებმა გაუშვეს.

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით დაიგეგმა და მისი მიზანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტების მხარდაჭერა იყო. მაუწყებლების ნაწილმა ჟურნალისტების სოლიდარობის ნაშნად დღეს, 3 მაისს, 19:00 ერთი წუთით ეთერი გათიშეს. გათიშულ ეკრანზე კი გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

აჭარის ტვ-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად მაუწყებელთა ნაწილი 1 წუთით ეთერს გათიშავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი