მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც “ნეტგაზეთს” მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა, დაინფიცირებულებიდან 5 ადამიანი უშუალოდ მარნეულში ცხოვრობს და მათ ტესტირება გუშინ, 1-ელ მაისს ჩაუტარდათ. კიდევ 3 დაინფიცირებული სხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, თუმცა მარნეულის სასწრაფო დახმარების ცენტრში მუშაობენ.
“რადიო მარნეულის” თანახმად, ვირუსის დადასტურების შემდეგ მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დეზინფექცია უტარდება.