ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი პირველად 20 დღის შემდეგ საჯაროდ გამოვიდა — ჩრდ. კორეის მედია

2 მაისი, 2020 • 2173
კიმ ჩენ ინი პირველად 20 დღის შემდეგ საჯაროდ გამოვიდა — ჩრდ. კორეის მედია

ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ხელმძღვანელი, კიმ ჩენ ინი ბოლო 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ბოლო დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზედ მძიმე იყო. როგორც BBC იუწყება, კიმ ჩენ ინის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ კიმ ჩენ ინმა ნარჩენების გადამუშავების ქარხნის საზეიმო გახსნაზე ლენტი გადაჭრა.

სააგენტოს განცხადებით, კიმ ჩენ ინის გამოჩენის შემდეგ ქარხანაში მყოფმა ადამიანებმა „ათასობით ვაშას ძახილი დაიწყეს“.

აქამდე კიმ ჩენ ინის ოფიციალურად დადასტურებული საჯარო გამოჩენა 11 აპრილით თარიღდებოდა. 15 აპრილს იგი არ დაესწრო ბაბუამისის, კიმ ირ სენის იუბილის აღსანიშნავ ცერემონიას, რამაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ცნობებთან ერთად გააჩინა ეჭვი, რომ იგი გარდაიცვალა ან მძიმედ ავად იყო.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი