ახალი ამბები

ქალებმა Covid-19-ით ინფიცირებულის ოჯახს მოსავალი შეუნარჩუნეს

1 მაისი, 2020 • 4425
ქალებმა Covid-19-ით ინფიცირებულის ოჯახს მოსავალი შეუნარჩუნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ცნობას ავრცელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში.

ორგანიზაციის თანახმად, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, გადაურჩინა მოსავალი, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”,-  ამბობს ნაირა პაქსაძე,  ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტის მონაწილე.

ახალი კორონავირუსის კრიზისის დაწყების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტი, ბოლნისთან ერთად, 23 მარტს ჩაიკეტა პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად.

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/274128/?fbclid=IwAR3pen7LUaZBmHMO9FDzsDfPNixhoP1mcdZuqEBsopTd-KPJhd2T1Z3qL4g

მასალების გადაბეჭდვის წესი