2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, თბილისში მცხოვრებთა რიცხვი კი კი მთლიანი მოსახლეობის მესამედს შეადგენს. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.72 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა დედაქალაქში, იმერეთსა და გურიაში ცხოვრობს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო.
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი – 15.1 პროცენტს.
