ახალი ამბები

შვედეთი, ავსტრია და EU ქართველ ფერმერებს 1,16 მლნ ევროთი დაეხმარებიან

28 აპრილი, 2020 •
შვედეთი, ავსტრია და EU ქართველ ფერმერებს 1,16 მლნ ევროთი დაეხმარებიან

შვედეთმა, ავსტრიამ და ევროკავშირმა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში 1,16 მილიონი ევრო გამოყო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის.

ეს თანხა ადგილობრივი განვითარების ინიციატივების განხორციელებას მოხმარდება. პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის პროექტში ჩართვა შეუძლიათ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებს, საოჯახო სასოფლო-მეურნეობების, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფების და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებულ სუბიექტებს/ობიექტებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება უნდა შეადგენდეს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://zcu.io/cDbm ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე – greta@ada.gv.at განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი