ახალი ამბები

ვილნიუსი ღია კაფეებს საჯარო სივრცეს უფასოდ დაუთმობს

28 აპრილი, 2020 • 1389
ვილნიუსი ღია კაფეებს საჯარო სივრცეს უფასოდ დაუთმობს

ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსის ადმინისტრაცია აპირებს ქალაქი აქციოს ვრცელ, ღია სივრცეში განთავსებულ კაფედ.

ამისათვის ქალაქი საჯარო სივრცის დიდ ნაწილს პანდემიით დაზარალებულ ბარებსა და რესტორნებს დაუთმობს, რათა მაგიდების ქუჩაში განთავსება შეძლონ და ფიზიკური დისტანცირების წესები დაიცვან.

ლიეტუვაში ამ დროისთვის კორონავირუსის 1344 შემთხვევაა დაფიქსირებული, 44 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში ნებადართულია ღია სივრცეში განთავსებული რესტორნების გახსნა, თუმცა დაწესებულია მკაცრი ფიზიკური დისტანცირების და უსაფრთხოების წესები. მაგალითად, მაგიდები ერთმანეთისაგან 2 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

The Guardian-ის ცნობით, ამან ვილნიუსის ძველ ნაწილში, სადაც ისედაც ვიწრო ქუჩებია, არაერთ რესტორანს შეუქმნა პრობლემა. თუმცა ქალაქის მერია სარესტორნო ბიზნესს უფასოდ უთმობს საჯარო სივრცის ნაწილს, ქუჩებსა და მოდენებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი