ახალი ამბები

რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი Covid-19-ით გარდაიცვალა

26 აპრილი, 2020 • 1739
რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი Covid-19-ით გარდაიცვალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჟელეზნოგორსკის (ქალაქი კრასნოდარის მხარეში) ეპისკოპოსი ვენიამინ კოროლიოვი, რომელიც ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების ცნობას „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური ავრცელებს. კოროლიოვი 54 წლის იყო.

„რადიოს“ თანახმად, 12 აპრილს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავდა, მან მლოცველების მცირე ჯგუფთან ერთად ჩაატარა უკანასკნელი მსახურება.

ეპარქიის, სულ მცირე, ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

18 აპრილს ეპარქია სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გაავრცელა ცნობა პროტოდიაკვნის Covid-19-ით გარდაცვალების შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობითვე, აპრილის ბოლოს რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი სასულიერო პირსა და იერარქს დაუდასტურდა კორონავირუსი. 25 აპრილს ეკლესიის სპიკერმა ვლადიმირ ლეგოიდამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ეკლესია არ მალავს ეპიდემიას სამღვდელოებაში და დასძინა, რომ არ ფიქრობს, ეკლესიაში უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე საზოგადოების სხვა ნაწილებში.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირების 81 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 750-მდე ფაქტია დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი