ახალი ამბები

ამოღებულია $2 მლნ-ის ღირებულების 40 კგ ჰეროინი – აშშ-საქართველოს სპეცოპერაცია

26 აპრილი, 2020 • 932
ამოღებულია $2 მლნ-ის ღირებულების 40 კგ ჰეროინი – აშშ-საქართველოს სპეცოპერაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 26 აპრილს წარმატებით დასრულდა საქართველოსა და აშშ-ის ორთვიანი სპეცოპერაცია:

  • სამართალდამცავებმა ამოიღეს 40კგ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე 2 მლნ აშშ დოლარია;
  • დააკავეს ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ;

გამოძიების თანახმად, ამ ორმა პირმა 2020 წლის მარტში სომხეთიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. 

„ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი