საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო კრიზისთან გამკლავება, თუმცა პრემიერს დეტალებზე არ უსაუბრია და თქვა, რომ ამ საკითხზე ცალკე პრეზენტაცია გაიმართება.
მისივე თქმით, სექტემბრამდე სწავლა სკოლებში აღარ განახლდება.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება, თუმცა ეროვნული გამოცდები შეიძლება გადავადდეს.