ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე პოლიციას ჩაბარდა

23 აპრილი, 2020 • 1389
მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე პოლიციას ჩაბარდა

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ამავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში 20 აპრლს მოხდა.

პროკურატურის განცხადებით, “20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელ ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა”.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი