ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში შიშობენ, რომ ივანიშვილი აფხაზეთში უძრავ ქონებას შეისყიდის

8 ოქტომბერი, 2015 •
სოხუმში შიშობენ, რომ ივანიშვილი აფხაზეთში უძრავ ქონებას შეისყიდის

“მე ვერ გამოვრციხავ იმას, რომ ვინმე ოდესმე მსგავს აქციას გაუწევს ორგანიზებას. მაგრამ არ მესმის, რომელი ქართველი იყიდის უძრავ ქონებას აფხაზეთში. რას უზამს მას? ჩამოვა და დაისვენებს? ეს არარეალური პროგრამაა, თუკი მართლაც არსებობს ასეთი რამ. ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ დამკვიდრება, იარაღის გარეშე როგორ ჩამოვლენ საცხოვრებლად? “- ასე პასუხობს აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი სერგეი შამბა ჟურნალისტს კითხვაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შესაძლო გეგმასთან დაკავშირებით.

 

ბიძინა ივანიშვილს მსგავსი განცხადება აღნიშნულ საკითხზე არ გაუკეთებია. თუმცა ამის შესახებ აფხაზეთის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე უძრავი ქონების ბაზრის საკითხების განხილვისას აფხაზეთის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, თემურ აჩუგბამ ისაუბრა. მისი თქმით, “ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და განაცხადა, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების შესასყიდად მასში მილიარდი აშშ დოლარი ინვესტიცია განახორციელა”. 


აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი
აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი