ახალი ამბები

ეს არის მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა – ბოკერია ივანიშვილების ვიდეოზე

21 აპრილი, 2020 • 1260
ეს არის მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა  – ბოკერია ივანიშვილების ვიდეოზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ის და ბიძინა ივანიშვილი ცნობილი ტრენდის – კორონავირუსის დროს მისალმების საკუთარ ვერსიას ასრულებენ, შეურაცხმყოფელია ქართველი მოსახლეობისთვის.

“ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების. ადამიანი, რომელიც დე ფაქტო მმართველია ამ ქვეყნის, ფორმალურად მმართველი, პარტიის თავმჯდომარე, ყველაფერს წყვეტს ის. რომელიც არ დაგვლაპარაკებია არავის, არცერთ მის მოქალაქეს ამ უმძიმესი კრიზისის დროს, ერთი სიტყვა არ უთქვამს, რას ხედავს, რას ფიქრობს… აი, ასე მიეგება საზოგადოებას, რომ ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში კი არ იქნებოდა ეს ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, უბრალოდ გემოვნების საკითხი იქნებოდა, ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა და გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე მკიდია მთელი ეს ქვეყანა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბერა ივანიშვილმა ვიდეო საკუთარ TikTok-ის გვერდზე, წარწერით – „საიდუმლო მისალმება მამასთან”, დღეს, 21 აპრილს გამოაქვეყნა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271263/?fbclid=IwAR1LcUBzBMpit0lxHwb2kkyMW3rRLIri5KszjZQmI3oOsuadlwrYlfP38NE

მასალების გადაბეჭდვის წესი