ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსაბჭო აზერბაიჯანიდან ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფს გაიწვევს

7 ოქტომბერი, 2015 •
ევროსაბჭო აზერბაიჯანიდან ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფს გაიწვევს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა დღეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. 

 

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე შეატყობინეს.

 

2014 წლიდან,ევროსაბჭოს წარმომადგენლები ბაქოში ესწრებოდნენ სპეციალურად გამართულ შეხვედრებს, რომელთა მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოებასა და ავტორიტეტებს შორის დიალოგის აღდგენა იყო. ევროსაბჭოს განცხადებით, ამ ინიციატივის მიუხედავად, საერთო სურათი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საგრძნობლად გაუარესდა. ადამიანის უფლებების დამცველთა მზარდი რაოდენობა ხვდება ციხეში და საბჭომ არაერთი ანგარიში მოამზადა მიუღებელი საპატიმრო პირობების შესახებ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიცია
  




მასალების გადაბეჭდვის წესი