სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 21 აპრილს, თბილისის დროით 10:08 საათზე 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაფიქსირდა.