ახალი ამბები

მარტყოფში 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაშია

20 აპრილი, 2020 • 1557
მარტყოფში 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაშია

მარტყოფში მდებარე ღვთაების მამათა მონასტერში რვა სასლიერო პირი თვითიზოლაციაშია. ინფორმაცია ამის შესახებ ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა დაადასტურა. ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

როგორც გუბერნატორის სამსახურში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს უთხრეს, ბერების თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისული პირი გახდა, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა.

შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ იზოლაციაში მყოფ სასულიერო პირებს რაიმე სიმპტომები ჯერჯერობით არ აღენიშნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი