“ჩვენ არ ვართ მოსული ერთი მოქალაქის სახლთან, ჩვენ ვდგავართ სახელმწიფო კანცელარიასთან, ჩვენ ვდგავართ იმ სახლთან, ვინც მართავს მთელს საქართველოს. აქ ზის კაცი, რომელიც ერთობა ჩვენი ქვეყნის მომავლით. ამ კაცს ახარებს საზოგადოების დამცირება. ამ კაცს ახარებს საკუთარი თოჯინების დამცირება, რომლითაც გაავსო მთავრობა. ეს კაცი ბოლო სამი წელია დაკავებულია მხოლოდ იმითი, რომ ჩაახშოს საზოგადეობაში ის ძალები, ვინც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას. სწორედ ამიტომაა, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გააჩუმოს “რუსთავი 2″, ფიქრობს იმაზე, როგორ გააჩუმოს ისინი, ვინც ხმას ამოიღებენ. როგორ გამოკეტოს ციხეში პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვს დაემატა სამი ქუთაისელი ახალგაზრდა. მაგრამ მან უნდა იცოდეს ჩვენი პასუხი ამაზე. ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ამას. მან უნდა იცოდეს, რომ პოლიტკური განაჩენი მას გამოტანილი აქვს. ერთი რამაა გასარკვევი, როდის მოვა სისრულეში ეს განაჩენი და რამდენად მკაცრი იქნება ის. ჩვენ, საზოგადეობა შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. ესენი უნდა წავიდნენ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის სალხთან გამართულ აქციაზე.
“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ბრალად დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება [ხულიგნობა] ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.