ახალი ამბები

ნიკა მელია: ივანიშვილს სურს, რომ “რუსთავი 2” ორ თვეში დახუროს

5 ოქტომბერი, 2015 •
ნიკა მელია: ივანიშვილს სურს, რომ “რუსთავი 2” ორ თვეში დახუროს

“ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში და ჩვენი ინფორმაციით, ეს უახლოესი მომავალი არის ორი თვე, რომ “რუსთავი 2” რეალურად დახუროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უახლოეს დღეებში, ამის შესახებ მოგვიანებით გეცნობებათ ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ, ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს და გადაგვიყვანეს ბრძოლის იმ ეტაპზე, სადაც ჩვენი და საზოგადოების უდიდესი ნაწილის დასაცავი ხდება “რუსთავი 2” -განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელიამ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის სახლის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც “თავისუფალი ზონის” დააკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია დღეს, 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიყო.

 

“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ბრალად დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება [ხულიგნობა] ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. 

ნიკა მელია სიტყვით მიმართავს აქციის
ნიკა მელია სიტყვით მიმართავს აქციის 'არა ანექსიას' მონაწილეებს. 15.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი