ახალი ამბები

აქციაზე ივანიშვილის სახლთან მობილიზებულმა პოლიციამ ტერიტორია დატოვა

5 ოქტომბერი, 2015 •
აქციაზე ივანიშვილის სახლთან მობილიზებულმა პოლიციამ ტერიტორია დატოვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლთან მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი, თუმცა აქციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.

 

ივანიშვილის სახლთან  “თავისუფალი ზონის” სამი წევრის” ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძია და კახაბერ გაბუნიას გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

 

ისინი 3 ოქტომბერს “რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს და ბრალად დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება [ხულიგნობა] ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ივანიშვილის სახლის ტერიტორიას პოლიციელები ტოვებენ. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი
ივანიშვილის სახლის ტერიტორიას პოლიციელები ტოვებენ. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი