ახალი ამბები

ეკლესიებში ხალხი დიდი რაოდენობით არ არის – ვაჟა სირაძე

18 აპრილი, 2020 • 1948
ეკლესიებში ხალხი დიდი რაოდენობით არ არის – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით ეკლესიებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხალხი დიდი რაოდენობით არ მისულა.

“მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა პოლიციელს, ყველა თანამშრომელს აქვს დავალება იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვის პირობაზე უზრუნველყოს. ხალხი არ შეინიშნება ეკლესიებში დიდი რაოდენობით. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია”, – უთხრა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ასდევე ექიმებმა მოუწოდეს ყველას,  კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დარჩნენ სახლში და ნუ მივლენ, მათ შორის, ტაძრებში, რადგან ეს შესაძლოა ეპიდემიის აფეტქების წყარო გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი