ახალი ამბები

კინორეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

18 აპრილი, 2020 • 1881
კინორეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, მხატვარი და პოეტი, რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი: “ერთხელ”, “ფრო”, “ოთხი ფურცელი”, “ყოველ შაბათს”, “წკიპურტები” , “ერთი ანხვით შეყვარება”, “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”, “საქორწილო საჩუქარი”, “ნეილონის ნაძვის ხე” და “ჭერი ანუ დამთავრებელი ფილმის მასალა”.

რეზო ესაძეს სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და პრემია. მათ შორის 2006 წელს მას მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1995 წელს კი ის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი