ახალი ამბები

რა პრობლემას უქმნის მანქანების აკრძალვა მიუსაფარ ცხოველთა გამოკვებას

17 აპრილი, 2020 • 1331
რა პრობლემას უქმნის მანქანების აკრძალვა მიუსაფარ ცხოველთა გამოკვებას

მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი საინიციატივო ჯგუფები აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვამ, რომელიც დღეიდან შედის ძალაში, ცხოველების გამოკვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.

საინიციატივო ჯგუფების განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს შიმშილი და სიცოცხლის მოსპობა ემუქრებათ. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა დაუსახლებელ პუნქტებსა და ქალაქების შემაერთებელ ავტომაგისტრალებზე. 

“ორი საინიციატივო ჯგუფი – “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის”, რომელიც თბილისში აგროვებს საკვებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ანაწილებს, და “ერთგული მეგობრებისთვის” რომელიც ქუთაისში აერთიანებს მოხალისეებს და დასავლეთ საქართველოს ფარავს, თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა გამოიყოს სპეციალური საშვები მოხალისეებისთვის, რომლებიც ყოველდღე შეძლებენ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებას და მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას. ასევე, საინიციატივო ჯგუფები დახმარებას ითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან, რათა შემოწირულობითა და ქველმოქმედებით გადაეცეთ სპეციალური საკვები მიუსაფარი ცხოველებისთვის”, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფების განცხადებაში.

ამავე თემაზე

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება

მასალების გადაბეჭდვის წესი