ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფიქართველებისათვის დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.
REDMED-ის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა, რაც გულისხმობს შესაძლებლობას – მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მოძებნოს ექიმი, მიიღოს ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია და გამოიძახოს ექიმისახლში.
„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთანდაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვისპლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილურინომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას“, – აცხადებენREDMED-ში.
რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა კითხვარი უნდა შეავსოს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ისე ვებ-გვერდის –www.redmed.ge-ს საშუალებით.