ახალი ამბები

სამებაში ფეხთბანვის რიტუალი არ ჩატარდება

16 აპრილი, 2020 • 1662
სამებაში ფეხთბანვის რიტუალი არ ჩატარდება

ფეხთბანვის რიტუალი, რომლის დროსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს 12 სასულიერო პირისთვის ფეხი უნდა დაებანა, არ ჩატარდა. აღნიშნული რიტუალი ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს სრულდება, თუმცა უცნობია მიზეზი, რატომ მიიღო ეკლესიამ წელს რიტუალის არჩატარების გადაწყვეტილება.

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის თქმით, რადგან აღნიშნული რიტუალი დილის მსახურებაზე არ ჩატარდა, ესე იგი მისი ჩატარება არც იგეგმება. მიზეზის განმარტებისგან კი ეპისკოპოსმა თავი შეიკავა.

“ნეტგაზეთი” მიზეზის გასარკვევად ასევე დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს, თუმცა ამ დრომდე მისგან პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი