ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილები დაყადაღებულია

1 ოქტომბერი, 2015 • • 1768
“რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილები დაყადაღებულია

როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ხალვაშის სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია საქართველოს წილი სხვა პირმა იყიდა, რაც, ასევე, იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც 29-30 სექტემბერით თარიღდება, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით შემდგეგი გრაფიკით:

 

2015 წლის 5 ოქტომბრამდე – 700 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის ოქტომბრის თვეში – 600 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის ნოემბერი – 700 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის დეკემბერი – 1 მლნ აშშ დოლარი;

არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა – 3 მილიონი აშშ დოლარი.


სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია საქართველოს წილის დაყადაღებაზე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც დაწერა ფეისბუკში: “3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.”

 

 

3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

Posted by Nika Gvaramia on Thursday, October 1, 2015

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით, მას ტელეკომპანია წაართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი