ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

WEF: სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის ეკონომიკა ყველაზე კონკურენტუნარიანია

30 სექტემბერი, 2015 •
WEF: სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის ეკონომიკა ყველაზე კონკურენტუნარიანია

წარმოდგენილ რეიტინგში 140 ქვეყნიდან აზერბაიჯანი მე-40, საქართველო -66-ე, სომხეთი კი, – 82-ე ადგილზეა. 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსგავს რეიტინგებს 1979 წლიდან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს. 

 

აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია, მეორეზე – სინგაპური, მესამეზე- აშშ არიან. ათეულში ასევე შედის გერმანია, ჰოლანდია, იაპონია, ჰონკონგი, ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. 

 

ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ინდექსტი 12 მაჩვენებლით დგება. ესენია: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ჯანდაცვა, სასკოლო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული მომზადება, სავაჭრო ბაზრის ეფექტურობა და შრომის ბაზრის ეფექტურობა, ფინანსური ბაზრის განვითარების დონე და ტექნოლოგიური დონე, ბაზრის მოცულობა, ბიზნესის განვითარება და ინოვაციები. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი