ახალი ამბები

სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა – ბოჭორიშვილის კლინიკა

15 აპრილი, 2020 • 959
სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ სასულიერო პირის მდგომარეობა, რომელიც იქ მკურნალობს, საყურადღეობოა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

სონღულაშვილი ყვება, რომ ბოქსირებულ სექტორში ამჟამად 42 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან კორონავირუსის დიაგნოზი 21-ს აქვს. აქედან საყურადღებო პაციენტად მიიჩნევა 9, რომლებსაც ორმხრივი პნევმონია აქვთ. ამასთანავე, მისი თქმით, საავადმყოფოში 7 პაციენტი არასრულწლოვანია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია სასულიერო პირის მდგომარეობა, სონღულაშვილი პასუხობს, რომ მისი მდგომარეობა საყურადღეობოა, მისი ოჯახის წევრი ბავშვისა კი – დამაკმაყოფილებელი.

15 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 69, ხოლო 3 გარდაიცვალა, 234 პაციენტი კი აგრძელებს მკურნალობას.

ინფორმაცია სასულიერო პირზე, რომელსაც შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 აპრილს გავრცელდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ მსახურების შემდგომ იგრძნო. ტელეკომპანია „პირველთან“ კი მღვდელი ყვება, რომ როგორც ყველა სხვა, ხარებაზე ისიც ეზიარა.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი