“მზად ვარ აზერბაიჯანში ჩამოვიდე და ამას გავაკეთებ როგორც ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში”, – განაცხადა მიატოვიჩმა თბილისში, როდესაც რადიო თავისუფლების პროექტის “ჩვენი დრო” ხელმძღვანელმა, ქენან ელიევმა მედიის სამხრეთ კავკასიის მე-12 კონფერენციაზე აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა გათავისუფლება და მედიის პრობლემების გადაჭრისთვის დიალოგისკენ მოუწოდა.
მიატოვიჩის თქმით, ის ყოველთვის აწარმოებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სიტყვის თავისუფლებაზე დიალოგს.
“დღესაც, კვლავ მოვუწოდებთ დიალოგს და იმედი მაქვს, ჩემი მიმართვა უპასუხო არ დარჩება”, – განაცხადა მიატოვიჩმა.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას |






