გამოფენის უნიკალურობა, ფოტოგამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, იმაში მდგომარეობს, რომ ყველა წარმოდგენილი ფოტო ფირითაა გადაღებული.
მონაწილეებს შორის არიან ფოტოგრაფები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ა.შ.
“ფოტოგამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე ფოტოგრაფთა შემოქმედება გაიცნონ”,- აცხადებს ფოტოგამოფენის ორგანიზატორი კომპანია Raccord Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინგა მირზოანი.
ფოტოგამოფენა ერევანში 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას |






