ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში მცდარ ტერმინებს ამკვიდრებს

29 სექტემბერი, 2015 •
სოხუმი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში მცდარ ტერმინებს ამკვიდრებს

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ანგარიში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებზე არის დეზინფორმაცია და მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაშიც შეყვანისკენ.

 

“კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ დოკუმენტები, რომელიც ქართულმა მხარემ მოამზადა, არის ღიად პოლიტიზებული და სიცრუე, რაც ჟენევის დისკუსიების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და, საერთო ჯამში, კონფლიქტების დარეგულირების პროცესს აზიანებს. 

 

აფხაზეთში არსებული ვითარება აბსოლუტურად არ შეესაბამება ანგარიშში არც ერთ ჩამოთვლილ ფაქტს, რაც კარგად იცის არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის პროპაგანდა, რომელიც აფხაზეთის იმიჯის შელახვისთვის კეთდება, აქტიურად გამოიყენება ქართული მხარის მიერ”, – წერია სოხუმის მიერ მომზადებულ განცხადებაში.

 

 

აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი
აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი