ახალი ამბები

ტაძარში, რომლის მოძღვარსაც COVID-19 დაუდგიდნა, აღდგომას წირვას სხვა მღვდელი აღავლენს – საპატრიარქო

14 აპრილი, 2020 •
ტაძარში, რომლის მოძღვარსაც COVID-19 დაუდგიდნა, აღდგომას წირვას სხვა მღვდელი აღავლენს – საპატრიარქო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ტაძარი, რომლის მოძღვარსაც დღეს COVID-19 დაუდასტურდა, რამდნიმე დღეში გაიღება და აღდგომას წირვას იქ სხვა მღვდელი აღავლენს.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამჟამად ტაძარი დაკეტილია, რადგანაც იქ კარანტინია გამოცხადებული, თუმცა მას შემდეგ, რაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, მისი თქმით, ტაზარი გაიღება და მსახურებას სხვა მოძღვარი ჩაატარებს:

“დეზინფექცია თუ ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული , დღეს- ხვალ უდნა ჩატარდეს. ტაძარი ახლა დაკეტილია, სრული კარანტინია გმაოცხადებული. ეს რამდენიმე დღე, რაც დასჭირდება დეზინფექციას, დაკეტილი იქნება.

შემდგომში სხვა მოძღვარი, არა ამ ტაძრის მოძღვარი, რომლებიც ახლა არიან თვითიზოლაციაში, არამედ ვინმე სხვა, ტაძარში მსახურებას შეასრულებს და აღდგომის დღესასწაულზე იქნება იქ წირვა” ,- ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა


თბილისში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარს COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მღვდელმა, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა რამდნეიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა.

COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდეს კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელსაც პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, ვირუსი დაუდგინდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც 3-ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია (გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელთა შორის კანონის მიხედვით, ეკლესია არაა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა დიდ ტაძრებში, კი შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი