ახალი ამბები

ხანძარი ჩერნობილში რადიოაქტიური სადგურის საცავს უახლოვდება – მედია

14 აპრილი, 2020 •
ხანძარი ჩერნობილში რადიოაქტიური სადგურის საცავს უახლოვდება – მედია

უკრაინაში, ჩერნობილთან მდებარე ტყეში უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხანძარი მძვინვარებს. როგორც საერთაშორისო მედია, მათ შორის BBC წერს, ცეცხლი რადიოაქტიური სადგურის ნარჩენების საცავს უახლოვდება.

ამ ინფორმაციას უკრაინის ტუროპერატორთა ასოციაციის დირექტორი, იაროსლავ იემელიანენკო ავრცელებს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში,ის წერს – „ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის“.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი პრიპიატშია და მას მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებს რადიოაქტიური ნარჩენების ყველაზე დიდ საცავთან – „სადაც ყველაზე დიდი გამოსხივების რადიოაქტიური ნარჩენებია“.

BBC-ის თანახმად, ჩერნობილში ცეცხლს მეხანძრეები 4 აპრილიდან აქრობენ, მას შემდეგ, რაც ტყეში პირმა ბალახს ცეცხლო წაუკიდა. ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას დაახლოებით 3 000 მეხანძრე და 6 ვერტმფრენი იღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი