დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში გაიმართა, საუბარი, მათ შორის, სააღდგომო ლიტურგიას შეეხო.
ამ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ პრემიერი გიორგი გახარია, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. თუმცა სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრას „ოცნების“ გუნდის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან, ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ IPN-ს.
მან ასევე თქვა, რომ შეხვედრის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება.
გამყრელიძეს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა, ჩვენ მას წერილობით ვკითხეთ, თუ რას ეხებოდა შეხვედრა და მასთან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა საპატრიარქოში. გამყრელიძემ მოგვწერა, რომ IPN-ის გავრცელებულ კომენტარს დავყრდნობოდით, სხვა დეტალებზე კი არ ისაუბრა.








