საპატრიარქოში გამართულ რამდენიმესაათიან შეხვედრას პრემიერი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ადმინისტრაციაში არ აზუსტებენ, თუ რას ეხებოდა შეხვედრა და მთავრობის კიდევ რომელი წარმომადგენელი იყო დღეს საპატრიარქოში.
თუმცა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საპატრიარქოდან ასევე გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. მან ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი თქვა.
ასევე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.


![სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2025/01/Untitled-design-35.jpg)





