“გიგის დიდხანს ველაპარაკე სკაიპით. მინდოდა მენახა და არა მხოლდ მელაპარაკა. კარგი ადამიანია. რაღაცნაირად მომეჩვენა დაბრძენებული და დაღვინებული. იქვე ვუთხარი, რომ ხვალვე ჩაგსვამენ-თქო, მაგრამ რაღაცნაირად ეგონა, რომ… თითონ ბევრად უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, ვიდრე – მე. მე უფრო რეალისტურად ვუყურებ. კონკრეტულად პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში შემდგომ ქართულ პოლიტიკაში, ჩემი აზრით (მე არც მისი მრჩეველი ვარ და არც სხვა ურთიერთობები არ მაკავშირებს), ერთადერთი გაიზომება იმითი, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი გააკეთა ქართული სახელმწიფოსთვის. ადამიანები, რომლებმაც შემქნეს პირველი ქართული სამხედრო წარმოება ისტორიაში, ადამიანი რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის ქართული პოლიცია, ადამიანმა, რომელმაც ააშენა რაბატი, ადამიანი რომელმაც ააშენა უფრო მეტი თბილისში, ვიდრე ვინმეს აუშენებია. ამ სამ ადამაიანზე ვლაპარაკობ: გიგი, ვანო და ბაჩო. მარგველაშვილის ქმედების და წესიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *