ახალი ამბები

მარტში ექსპორტი 22%-ით შემცირდა

13 აპრილი, 2020 • 572
მარტში ექსპორტი 22%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 6%-ით შემცირდა და, ჯამში, 778.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტთან ერთად 1.4%-ით შემცირებულია იმპორტი და 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2. 7 მილიარდი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე მოცემულია თვეების მიხედვით მაჩვენებლები. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საქართველომ ექსპორტზე 251.9 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 71.5 მლნ აშშ დოლარით (22%-ით) ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი